Tuesday, May 30, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა.თითოეულმა პედაგოგმა წარმოვადგინეთ ნაშრომი.მოვისმინეთ საპირისპირო აზრები და დავინახეთ ჩვენი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები.

Saturday, May 27, 2017

მერვე დღის რეფლექსია

საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.პრეზენტაცია განვათავსეთ გუგლ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.ვცდილობთ ჩვენი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და პორტფოლიო მოვაწესრიგოთ

საავტორო უფლებების ქაოსი

მოსწავლის ნაშრომი

Sunday, May 14, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეს შეგვექმნა ტექნიკური პრობლემა,მაგრამ მაინც ვიმუშავეთ ინტერნეტის გარეშე.გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს,სასწავლო პროცედურებს და შეფასების რუბრიკებს.
მეშვიდე დღე იყო საინტერესო  და სახალისო.ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსებაზე,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შევსებაზე,აგრეთვე მოსწავლის პრეზენტაციაზე.

Sunday, May 7, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო ტრენინგის მე-5 დღე. შევამოწმეთ საშინაო დავალება მივიღეთ შენიშვნები და მითითებები, ვიმუშავეთ კალენდარზე, ბლოგზე გვერდების ჩამატებაზე. შევქმენით სამი ახალი გვერდი: ჩემს შესახებ, პროექტის პორტფოლიო, რესურსები. ვიმუშავეთ ლინკებზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.მესამე მოდულიდან ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.

Tuesday, May 2, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

  საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.ტრენერმა შეგვიმოწმა საშინაო დავალება.ვიმუშავეთ პროექტების შეფასებაზე.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ გუგლ დრაივში.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.

Monday, May 1, 2017

საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები


მათ. VIII.8.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);
მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);

მათ. VIII.11.          მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.

21-ე საუკუნის უნარები

  • სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები;
  • კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
  • ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები;
  • კრეატიული აზროვნების უნარი.




Sunday, April 30, 2017

მესამე დღის რეფლექსია

  დღევანდელი მეცადინეობა იყო ნაყოფიერი.გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალა.ქ.ლალიმ შეგვიმოწმა საშინაო დავალება.ვისწავლეთ როგორ დავწეროთ პროექტში მოსწავლის მიზნები.ვისწავლეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი შეკითხვა

როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?

თემატური შეკითხვა

როგორ ვიყენებთ პითაგორას თეორემას?

შინაარსობრივი შეკითხვა

ვინ იყო პითაგორა?

რომელ სამკუთხედს ეხება მისი თეორემა?

როგორია მართკუთხა სამკუთხედი?

რა არის კათეტი?

რა არის ჰიპოტენუზა?



პროექტის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • ინტერნეტში ისტორიული ცნობების მოძიებას პითაგორას და მისი თეორემის შესახებ.
  • პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხების მოძიებას.
  • საკლასო ოთახებში საჭირო გაზომვების ჩატარებას და ფუძის დიაგონალის გამოთვლას.
  • ბუნებაში არსებული მაღალი ობიექტების სიმაღლეების გამოთვლას    მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის გაკეთებას.

Saturday, April 29, 2017

სასწავლო პროექტი - პითაგორას თეორემა

  პითაგორას  თეორემა ფუნდამენტალურ თეორემას წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ პითაგორას თეორემა და გამოიყენონ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
  შემოთავაზებული პროექტი შემოქმედებითი ხასიათისაა და მოსწავლეებისაგან არასტანდარტულ მიდგომას,კვლევას მოითხოვს.პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გეომეტრიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევები.
  მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ ცნობებს პითაგორასა და მისი თეორემის შესახებ, ასევე მოიძიებენ პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხებს, ჩვენი სკოლის საკლასო ოთახებში  ჩაატარებენ საჭირო გაზომვებს და გამოითვლიან ოთახების ფუძის დიაგონალს.გამოითვლიან ბუნებაში არსებული მაღალი ობიექტების სიმაღლეს. მოძიებულ მასალას დაახარისხებენ,გაანალიზებენ, გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.

Friday, April 28, 2017

მეორე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო.ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის იდეები.განვათავსეთ ბლოგებზე.მივიღეთ ერთმანეთისგან საინტერესო რჩევები.ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ბროშურები.