Saturday, April 29, 2017

სასწავლო პროექტი - პითაგორას თეორემა

  პითაგორას  თეორემა ფუნდამენტალურ თეორემას წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ პითაგორას თეორემა და გამოიყენონ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
  შემოთავაზებული პროექტი შემოქმედებითი ხასიათისაა და მოსწავლეებისაგან არასტანდარტულ მიდგომას,კვლევას მოითხოვს.პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გეომეტრიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევები.
  მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ ცნობებს პითაგორასა და მისი თეორემის შესახებ, ასევე მოიძიებენ პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხებს, ჩვენი სკოლის საკლასო ოთახებში  ჩაატარებენ საჭირო გაზომვებს და გამოითვლიან ოთახების ფუძის დიაგონალს.გამოითვლიან ბუნებაში არსებული მაღალი ობიექტების სიმაღლეს. მოძიებულ მასალას დაახარისხებენ,გაანალიზებენ, გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.

No comments:

Post a Comment