Tuesday, May 30, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს ძალიან საინტერესო დღე გვქონდა.თითოეულმა პედაგოგმა წარმოვადგინეთ ნაშრომი.მოვისმინეთ საპირისპირო აზრები და დავინახეთ ჩვენი პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეები.
Saturday, May 27, 2017
მერვე დღის რეფლექსია
საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.პრეზენტაცია განვათავსეთ გუგლ დრაივში და შემდეგ ბლოგზე.ვცდილობთ ჩვენი საქმე მივიყვანოთ ბოლომდე და პორტფოლიო მოვაწესრიგოთ
Sunday, May 14, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს შეგვექმნა ტექნიკური პრობლემა,მაგრამ მაინც ვიმუშავეთ ინტერნეტის გარეშე.გავეცანით პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს,სასწავლო პროცედურებს და შეფასების რუბრიკებს.
მეშვიდე დღე იყო საინტერესო და სახალისო.ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსებაზე,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შევსებაზე,აგრეთვე მოსწავლის პრეზენტაციაზე.
მეშვიდე დღე იყო საინტერესო და სახალისო.ვიმუშავეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონის შევსებაზე,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირებას,ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკის შევსებაზე,აგრეთვე მოსწავლის პრეზენტაციაზე.
Sunday, May 7, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
საინტერესო იყო ტრენინგის მე-5 დღე. შევამოწმეთ საშინაო დავალება მივიღეთ შენიშვნები და მითითებები, ვიმუშავეთ კალენდარზე, ბლოგზე გვერდების ჩამატებაზე. შევქმენით სამი ახალი გვერდი: ჩემს შესახებ, პროექტის პორტფოლიო, რესურსები. ვიმუშავეთ ლინკებზე.გავეცანით საავტორო უფლებებს.მესამე მოდულიდან ჩამოვტვირთეთ გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
Tuesday, May 2, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.ტრენერმა შეგვიმოწმა საშინაო დავალება.ვიმუშავეთ პროექტების შეფასებაზე.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო და ავტვირთეთ გუგლ დრაივში.გავეცანით შეფასების სტრატეგიებს.
Monday, May 1, 2017
საგნობრივი სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები
მათ. VIII.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების
გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აყალიბებს
მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა)
ფიგურათა სახეობებს ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად
ცხრილის ან დიაგრამის საშუალებით);
მათ. VIII.10. მოსწავლეს შეუძლია
გეომეტრიული დებულებების მართებულობის დასაბუთება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობისას განასხვავებს წინაპირობებს და შედეგს (მათ შორის - აქსიომას და თეორემას);
მათ. VIII.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოპოვება
და მათი წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
21-ე საუკუნის უნარები
- სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები;
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები;
- კრეატიული აზროვნების უნარი.
Subscribe to:
Posts (Atom)