Sunday, April 30, 2017
მესამე დღის რეფლექსია
დღევანდელი მეცადინეობა იყო ნაყოფიერი.გავიხსენეთ წინა მეცადინეობაზე ნასწავლი მასალა.ქ.ლალიმ შეგვიმოწმა საშინაო დავალება.ვისწავლეთ როგორ დავწეროთ პროექტში მოსწავლის მიზნები.ვისწავლეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა
როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური შეკითხვა
როგორ ვიყენებთ პითაგორას თეორემას?
შინაარსობრივი შეკითხვა
ვინ იყო პითაგორა?
რომელ სამკუთხედს ეხება მისი თეორემა?
როგორია მართკუთხა სამკუთხედი?
რა არის კათეტი?
რა არის ჰიპოტენუზა?
როგორ გვეხმარება მათემატიკა სამყაროს შემეცნებაში?
თემატური შეკითხვა
როგორ ვიყენებთ პითაგორას თეორემას?
შინაარსობრივი შეკითხვა
ვინ იყო პითაგორა?
რომელ სამკუთხედს ეხება მისი თეორემა?
როგორია მართკუთხა სამკუთხედი?
რა არის კათეტი?
რა არის ჰიპოტენუზა?
პროექტის მიზნები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ინტერნეტში ისტორიული ცნობების მოძიებას პითაგორას და მისი თეორემის შესახებ.
- პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხების მოძიებას.
- საკლასო ოთახებში საჭირო გაზომვების ჩატარებას და ფუძის დიაგონალის გამოთვლას.
- ბუნებაში არსებული მაღალი ობიექტების სიმაღლეების გამოთვლას მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე პრეზენტაციის გაკეთებას.
Saturday, April 29, 2017
სასწავლო პროექტი - პითაგორას თეორემა
პითაგორას თეორემა ფუნდამენტალურ თეორემას წარმოადგენს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეებმა სიღრმისეულად შეისწავლონ პითაგორას თეორემა და გამოიყენონ პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას.
შემოთავაზებული პროექტი შემოქმედებითი ხასიათისაა და მოსწავლეებისაგან არასტანდარტულ მიდგომას,კვლევას მოითხოვს.პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გეომეტრიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევები.
შემოთავაზებული პროექტი შემოქმედებითი ხასიათისაა და მოსწავლეებისაგან არასტანდარტულ მიდგომას,კვლევას მოითხოვს.პროექტი მნიშვნელოვანია,რადგან მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ გეომეტრიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების ჩვევები.
მოსწავლეები მოიძიებენ ისტორიულ ცნობებს პითაგორასა და მისი თეორემის შესახებ, ასევე მოიძიებენ პითაგორას თეორემის დამტკიცების სხვადასხვა ხერხებს, ჩვენი სკოლის საკლასო ოთახებში ჩაატარებენ საჭირო გაზომვებს და გამოითვლიან ოთახების ფუძის დიაგონალს.გამოითვლიან ბუნებაში არსებული მაღალი ობიექტების სიმაღლეს. მოძიებულ მასალას დაახარისხებენ,გაანალიზებენ, გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას.
Friday, April 28, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეორე დღე იყო ძალიან საინტერესო.ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი პროექტის იდეები.განვათავსეთ ბლოგებზე.მივიღეთ ერთმანეთისგან საინტერესო რჩევები.ვისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ბროშურები.
Subscribe to:
Posts (Atom)